Сообщения

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღე იყო ყველაზე საინტერესო. ბლოგზე ჩავაშენეთ საზიარო დაფა. ელექტრონულ სახელმძღვანელოში გავეცანით პროექტის ფასილიტაციას. ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პორტფოლიო. ტრენინგის ყოველი დღე იყო აქტიური, დატვირთული. დიდ მადლობას უხდი ჩვენს ტრენერს-ქალბატონ ნინო კოკილაშვილს

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, ნახოთ ჩემი ნამუშევარი და შეაფასოთ.

პროექტის იდეებისთვის

Изображение

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის გეგმაში გავწერეთ შესაბამისი პროცედურები. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაში, ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მასალებს. ტრენერმა გვესაუბრა გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე და ბლუმის ტაქსონომიაზე. პადლეტში გავხსენით საზიარო დაფა.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-7 დღე საინტერესო იყო. გავიხსენეთ შეფასების სქემების სახეები: ანალიტიკური, ჰოლისტური,  ზოგადი და კონკრეტული. გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს. დავრეგისტრირდით ტესტების შექმნის ონლაინ პროგრამაში ,,kahoo.com" -ზე შევქმენით ტესტები პროექტისთვის

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო დატვირთული. ბლოგზე ავტვირთეთ პრეზენტაცია, შევუქმენით ფონი. ერთმანეთის პროექტებზე გავაკეთეთ უკუკავშირი და ერთმანეთს დაუწერეთ რჩევები. პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივში და ჩავაშენეთ ბლოგზე

გამოკითხვა

Загрузка...