დღევანდელი დღე იყო დატვირთული. ბლოგზე ავტვირთეთ პრეზენტაცია, შევუქმენით ფონი. ერთმანეთის პროექტებზე გავაკეთეთ უკუკავშირი და ერთმანეთს დაუწერეთ რჩევები. პრეზენტაცია ავტვირთეთ დრაივში და ჩავაშენეთ ბლოგზე
ტრენინგის მე-7 დღე საინტერესო იყო. გავიხსენეთ შეფასების სქემების სახეები: ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული. გავეცანით შეფასების რუბრიკის ნიმუშებს. დავრეგისტრირდით ტესტების შექმნის ონლაინ პროგრამაში ,,kahoo.com" -ზე შევქმენით ტესტები პროექტისთვის
პროექტის გეგმაში გავწერეთ შესაბამისი პროცედურები. დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაში, ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურებზე. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მასალებს. ტრენერმა გვესაუბრა გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე და ბლუმის ტაქსონომიაზე. პადლეტში გავხსენით საზიარო დაფა.
Комментарии
Отправить комментарий