ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღე დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის განრიგი. გაგვაცნო მიზნები, თუ რა არის სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები. გაგვაცნო ვიუვერს-ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ მისი გამოყენება. გავეცანით მოდულის მთლიან შინაარსს. ვისაუბრეთ 21-საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევებზე. შევქმენით პორტფოლიო, საქაღალდე თავისი ქვესაქაღალდეებით. გავეცანით პორთფოლიოს შეფასების რუბრიკას. მივიღეთ ჩეკლისტები ნაბეჭდის სახით. შევადარეთ ერთმანეთს ტრადიციული სწავლება და პროექტებითი სწავლება, ვიმსჯელეთ მსგავსება-განსხვავებაზე. ასევე ვისაუბრეთ რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები სწავლის პროცესში. გავეცანით პრობლემას სასწავლო პროცესში და პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე მაგალითს. ვნახეთ ფილმები პროექტის შესახებ. მეც გამიჩნდა სურვილი პროექტის შექმნაზე.
Комментарии
Отправить комментарий